ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო დეკორაციები შექმნეს
ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები საახალწლოდ ემზადებიან. მოსწავლეებმა საახალწლო დეკორაციები შექმნეს. მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N23 სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს.
მოსწავლეებს პედაგოგები საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან.
მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
იხილეთ ფოტოები