სიახლეები
სიახლეები

„გვინდა, უფროსი თაობის მასწავლებლები  მენტორებად გამოვიყენოთ“: აიღებენ თუ არა ამაში დამატებით ანაზღაურებას? - ბერიკა შუკაკიძის განმარტება
23-12-2020
-
+


დამსახურებული ჯილდოთი პედაგოგის წასვლა სკოლიდან, პროფესიული განვითარების ახალი სქემა, სადაც პრაქტიკოსი მასწავლებელი უბრალოდ აღარ არსებობს... ეს ნაბიჯები, სხვათა შორის, თავის დროზე, ისე მოინათლა, რომ ასაკოვანი პედაგოგების სკოლებიდან გაშვება და მათი ჩანაცვლება ახალგაზრდა, შესაბამისად, ახალბედა კადრებით სურდათ. გარკვეული პერიოდის წინ, მასწავლებლის სახლის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ თქვა, რომ სურს, გამოცდილი პედაგოგები ახალბედა კადრების მენტორებად გამოიყენონ.

როგორ წარმოუდგენია ეს ყველაფერი მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს? -  სწორედ ამ კითხვით მივმართეთ ბერიკა შუკაკიძეს:

- განათლების რეფორმა დაეფუძნა ერთ მარტივ პოსტულატს - ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი კვალიფიკაციასა და არა - ასაკზე. ესაა არაადამიანური, არაპროფესიული მიდგომა. არაერთი ასაკოვანი პედაგოგი ვიცი, რომელიც გაცილებით აქტიური და მოტივირებულია... რაც შეეხება კითხვას - შეიძლება დღეში ამ ადამიანებმა ხუთი-შვიდი გაკვეთილის ჩატარება ვეღარ შეძლონ, მაგრამ ისინი სისტემიდან კი არ უნდა გავუშვათ, გვინდა, მენტორებად გამოვიყენოთ.

- სწორედ, ესაა საინტერესო - რას ნიშნავს „მენტორებად გამოიყენოთ“?

- ხარისხის მართვისა და თანამშრომლობის ჯგუფში ჩვენ გვჭირდება ასეთი ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან სისტემაში შესულ ახალბედა პედაგოგებს, მაგალითად, ცაიშის სკოლაში ექსპერტის გაგზავნას, ხომ სჯობს, ადგილზევე დაეხმაროს გამოცდილი პედაგოგი?

- ამაში მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ?

- უნდა მიიღონ! ყველა ვალში ვართ მასწავლებლებთან, რომლებიც უხელფასოდ წლები მუშაობდნენ. ვერ ვეტყვით - ახალგაზრდები უნდა მოვიყვანოთ და მათი ღვაწლი არ უნდა დაფასდეს - ეს იქნება ცუდი ტონი და ასეთი მიდგომა არც უნდა იყოს სისტემაში. პირიქით, გვინდა, ყველას ვაჩვენოთ, რომ მასწავლებელი ამ ქვეყანაში არის დაფასებული.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება