რგანის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - ია ცერცვაძემ და მაია ხვედელიძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვეს
23-12-2020
დაკოპირებულია
-
+
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ია ცერცვაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია ხვედელიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და წამყვანის სტატუსი მოიპოვეს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გარე დაკვირვების წარმატებით გავლას და წამყვანის სტატუსის მიღებას ულოცავს პედაგოგებს ია ცერცვაძეს და მაია ხვედელიძეს. უსურვებენ კიდევ ბევრ წარმატებას კარიერულ წინსვლაში“,- ნათქვამია მისალოც წერილში.