მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარხანაყანევის N1 საჯარო სკოლამ სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დაძლია. გაკვეთილები მოსწავლეებს დისტანციურად უტარდებოდათ. ორმა პედაგოგმა კი მიმდინარე სემესტრში სტატუსი აიმაღლა.
„ჩვენთან დეკემბრის თვეში მთლიანად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს სწავლა... (მიზეზი ის იყო, რომ სკოლის პედაგოგს და მოსწავლის რამდენიმე მშობელს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია)
პირველი სემესტრის განმავლობაში სკოლის ორმა მასწავლებელმა: გერმანული ენის პედაგოგმა ლელა ციბაძემ და რუსული ენის პედაგოგმა ია ჭყონიამ წარმატებით გაიარეს (ონლაინ) გარე დაკვირვება და წამყვანის სტატუსი მიიღეს“,-აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.