თოვლი, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული საავტომობილო გზებზე - გაეცანით ამინდის პროგნოზს
23-12-2020
დაკოპირებულია
-
+
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ორი დღის ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდევი.
სააგენტოს ცნობით, 23-24 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თოვლის სახით. მაღალმთიან რაიონებში ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.