„ეტალონი“, თანამოაზრე მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით, წარმატებულად განაგრძობს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის დისტანციურ რეჟიმში ჩატარებას.
ტრადიციული ფორმატის შენარჩუნებით „ეტალონის“ დისტანციურ ჩემპიონატი ამჯერად ქალაქ ქუთაისის სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართება. ქალაქ ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, „ეტალონის“ დისტანციურ კონკურსში მონაწილეობა ქუთაისის ყველა სკოლის შერჩეულ მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელს შეუძლია.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ დისტანციური კონკურსი ქუთაისის სკოლების მოსწავლეთათვის 24 დეკემბერს გაიმართება.
დისტანციური „ეტალონის“ მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.