სიახლეები
საინტერესო

რა არ უნდა მოამზადოთ და რა უნდა გქონდეთ 2021 წლის საახალწლო სუფრაზე? - რჩევები ხარის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად
25-12-2020
-
+


ახალი წელი კარს მოგვადგა და უკვე დროა, დავიწყოთ სამზადისი, თუ სად დავდგათ სადღესასწაულო მაგიდა, როგორ მოვრთოთ სუფრა, რა მოვამზადოთ საახალწლო ვახშმისთვის, რა ჩავიცვათ და როგორ შევხვდეთ ახალ 2021 წელს, რომ ბედნიერება, წარმატება, მეტი შემოსავალი და იღბალი მოვიზიდოთ.

აქვე გეტყვით, რომ ჩინური კალენდრით თეთრი, მეტალის ხარის წელი 2021 წლის 12 თებერვალს დაიწყება. ამიტომ, 31 დეკემბრის ტრადიციული სუფრის გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები 12 თებერვლის ღამესაც უნდა გაითვალისწინოთ.

ხარი დინჯი და მშრომელი შინაური ცხოველია. მას უყვარს მშრომელი, ადამიანები, რომლებიც ოჯახს და შინაურებს დიდ დროს უთმობენ. ის ასევე ამტანი და ერთგულია, უყვარს უბრალოება და გულწრფელობა. ხარი ტრადიციების მოყვარული, კონსერვატორი ცხოველია, ამიტომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ ახალი წლის ღამეს ოჯახთან ერთად შეხვდებით და დღესასწაულს მოკრძალებულად და მშვიდად აღნიშნავთ ისე, რომ სუფრა ღრეობაში არ გადაიზარდოს.

სად დავდგათ და როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა?

ახალი წელის ღამეს მაგიდა ოთახის ცენტრში დადგით, სუფრა კი საზეიმოდ, თუმცა მოკრძალებულად მორთეთ. აუცილებლად დადეთ მაგიდაზე ხარის ფიგურა. ხე მეგობრობისა და მშვიდობის სიმბოლოა, ამიტომ კარგი იქნება თუ ხის დეკორაციებით გაამდიდრებთ საახალწლო სუფრას.

სუფრის გაშლისას გამოიყენეთ ბუნებრივი მასალები - ბამბისგან დამზადებული სუფრები და ხელსახოცები, ხის თასები და ვაზები ხილისთვის, კერძები ლამაზად მორთეთ, გამოიყენეთ მეტალის დანა-ჩანგალი, ვერცხლისფერი ან თეთღი სასანთლეები. ასევე, შეგიძლიათ დაამშვენოთ მაგიდა ყვავილების კომპოზიციებით.

რომელი კერძები მოვამზადოთ საახალწლო სუფრისთვის?

როგორც აღვნიშნეთ, ხარს ძალიან უყვარს ტრადიციები, შესაბამისად, შეგიძლიათ საახალწლო სუფრა თამამად გააწყოთ ქართული ტრადიციული კერძებით, როგორიცაა საცივი, ხაჭაპური, ხინკალი, ფხალეული, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ჩაქაფული, ხარჩო და ა.შ.

ფენ შუის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ძროხის ან ხბოს ხორცი სუფრაზე არ იყოს, ასევე უპირატესობა მივანიჭოთ და სადღესასწაულო ვახშმის დიდი ნაწილი ცივ კერძებს დავუთმოთ. ხარს ცხელი კერძები არ მოეწონება. საახალწლო სუფრა უნდა იყოს გულუხვი და მდიდრული, ხარი ტრადიციულ სუფრას უფრო დაგიფასებთ, ვიდრე ბალახეულით გაწყობილ თეფშებს. თუმცა გემრიელ და ნოყიერ კერძებთან ერთად უხვად გქონდეთ ხილი, მწვანილი, მწნილეული, ბოსტნეულის სალათები და ტკბილეული. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ თევზი. მთავარია, ყველა პროდუქტი მოამზადოთ სახლში, ოჯახურ გარემოში.

სუფრა ქართული ღვინით დაამშვენეთ, შეგიძლიათ მიირთვათ შამპანურიც. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ, ხარი გაწონასწორებული და მშვიდია, შესაბამისად სუფრაზე აყალმაყალი და ხმაური არ მოეწონება.

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს?

უპირატესობა უბრალოებას მიანიჭეთ როგორც ჩაცმულობაში, ასევე მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთების დროს. გამოიყენეთ მსუბუქი ქსოვილისგან დამზადებული ტანისამოსი მეტალის ბზინვარებით. არ არის აუცილებელი შეიძინოთ ახალი ტანსაცმელი სპეციალურად ამ დღისთვის, მთავარია, შეარჩიოთ კომფორტული სამოსი. აქსესუარებიც ბუნებრივი მასალისგან დამზადებული გამოიყენეთ, ნუ გადაიტვირთებით. ხარს იმდენად უყვარს უბრალოება, რომ მის კეთილგანწყობას ნაქსოვ წინდებში და აბრეშუმის ან ბამბის პიჟამაში გამოწყობილი უფრო დაიმსახურებთ, ვიდრე წითელ საღამოს კაბაში.

და არ დაგავიწყდეთ, მთავარია კარგი განწყობა. ახალი წლის ღამეს იყავით განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე ოჯახის წევრებთან, ჩაიფიქრეთ სურვილები და მზად იყავით, რომ იშრომოთ, რადგან ხარის წელი ბევრ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ და ბევრსაც მიაღწევთ, თუ შრომა არ დაგეზარებათ.

ბედნიერ 2021 წელს გისურვებთ!

ასევე იხილეთ:

რას მოუტანს თეთრი, მეტალის ხარი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს? - 2021 წლის პროგნოზი ქართველი ასტროლოგისგან

ზოდიაქოს ნიშნების ასტროლოგიური პროგნოზი თვეების მიხედვით - ვის გაეზრდება შემოსავალი და ვინ იქნება იღბლიანი ხარის წელში?

ახალი წელი ფენ-შუის მიხედვით: როგორ უნდა შეხვდეთ ახალ წელს, რომ იღბალი, სიმდიდრე და წარმატება მოიზიდოთ?

როდის დავდგათ საახალწლო ნაძვის ხე? - იღბლიანი დღეები


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
გოგონებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავეს
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება