სიახლეები
სიახლეები

ყველა კითხვა, რომლებიც განათლებაზე დღეს პარლამენტში დაისვა და პასუხები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან
24-12-2020
-
+


საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა დღეს გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადოს.

პარლამენტში დღეს განათლების შესახებ არცთუ ცოტა კითხვა დაისვა. ამ თემაზე კითხვებით მიმართეს, როგორც განათლების მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს, ისე პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიას.

გთავაზობთ, „ქართული ოცნების“ დეპუტატების კითხვებს და მინისტრობის კანდიდატის პასუხებს: 

განათლების კომიტეტის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი:

- უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით აქვს თუ არა (განათლების) სამინისტროს კვლევა - რა ტიპის პროფესიები იქნება მომავლის პროფესიები და რამდენად სწორად ვაფინანსებთ ამ პროგრამებს?

განათლების კომიტეტის მოადგილე გიორგი ამილახვარი:

- მაინტერესებს, ქვეყნაში არსებული გამოწვევებიდან, გამომდინარე რა უნდა იყოს განათლების მისია და როგორი პიროვნების აღზრდა გვსურს ჩვენ?

- განათლების ექსპორტთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ დიდია ინტერესი და მოთხოვნა საქართველოში განათლების მიღების მსურველი უცხოელი სტუდენტებისგან, ხომ არ ფიქრობთ ამ კუთხით რომ გარკვეული სამოქმედო გეგმა უნდა მივიღოთ?

ამილახვარის კითხვას გიორგი გახარიამ ასე უპასუხა: 

როგორი პიროვნების აღზრდა გვსურს უკიდურესად სუბიექტური აღქმაა, მაგრამ განათლების სისტემის მისია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი თაობის გაზრდა. რომლისთვისაც წარმატებული თვითრეალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ იქნება მიღწევადი მიზანი, რაშიც დღეს გარკვეული პრობლემები გვაქვს. როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება არის უაღრესად დიდი გამოწვევა და მიზანი, ვამბობთ იმიტომ, რომ რესურსულად საკმაოდ ღარიბი ქვეყანა ვართ და ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი არის ადამიანური კაპიტალი. ამ ადამიანურ კაპიტალში თუ დროს ფინანსურ და ყველანაირ რესურს არ ჩავდებთ, საბოლოოდ გლობალურ კონკურენციაში წავაგებთ, იმიტომ რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე წააგებს. ამიტომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საგანმანათლებლო სისტემა და მთლიანად რეფორმა მიმართული იყოს იმისკენ, რომ ჩვენი თაობები და არამარტო ახალგაზრდები, რადგან ბევრ სფეროში ადამიანების გადამზადება და სწავლა თანამედროვე ეპოქაში, ასაკთან ნაკლებად არის დაკავშირებული, ადამიანები სწავლობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ ეს ინფრასტრუქტურა ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ. 

რაც შეეხება განათლების ექსპორტს, იქ სადაც ამის რესურსი გვაქვს და საკმაოდ სპეციკფიურ დარგებში გვაქვს, პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვა და სამედიცინო განათლება, ეს გამოსაყენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო სექტორია და მთავრობას და განათლების ექსპორტს დამოკიდებულება აქვთ, როგორც ბიზნესს და მთავრობს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ხალხს მივეხმაროთ. დისტანციური განათლება იმ სფეროში, სადაც ექსპორტის კარგი მაჩვენებლები გვაქვს, სამედიცინო სფეროში ეს საკმაოდ რთულია, სხვა სფეროში სადაც დისტანციური განათლება უკეთესად მუშაობს, იქ კონკურენცია აბსოლუტურად გლობალურია და გვიჭირს.

განათლების ექსპორტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო ეკონომიკის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია როგორც ადგილობრივი ბიზნესი, ასევე უცხო ნაწილი მოვიზიდოთ. ვემუშავებით, ოღონდ როგორც ბიზნესს, სახელმწიფო აქ როგორც ოპერატორი ვერ შევა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი​ სავალან მირზოევი: 

- მე კითხვა მექნებოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატთან: რეგიონში, უამრავ არაქართულენოვან სკოლას არ ჰყავთ დირექტორები და ეს რამდენიმე წელია უკვე ასე გრძელდება. რაც იწვევს განათლების მიღების შეფერხებას და მენეჯმენტის ჩამოშლას. ამ სიტუაციას ვერ ავხსნით კანდიდატების არ არსებობით, რადგან უამრავი პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა კურსდამთავრებული და ქართული ენის მცოდნე ადამიანი გვყავს, აგვიხსენით თქვენი მოსაზრება ამ მიმართულებით.

აღნიშნულ კითხვასაც გახარიამ და თან ძალიან მოკლედ უპასუხა: 

ძალიან ცუდია. 2021 წელს დაგეგმილია ამ კონკურსის ჩატარება. კონკურსი იქნება ღია და ყველა, ვინც დააკმაყოფილებს (გახდება დირექტორი). გასაგებია რომ ამოცანაა რომ სკოლა დირექტორის გარეშე არ უნდა დარჩეს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი ზაურ დარგალი:

- ჩემი კითხვა ეხება არაქართულ ენოვან სკოლებში მასწავლებელთა განვითარებას და სერტიფიცირებას. გარკვეული პრობლემები არსებობს ამ მიმართულებით, რომელიც ეხება სტატუსის ამაღლებას. ამ მიზნით იცით, რომ საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდები ტარდება. ჩვენ მოვახერხეთ და საგნობრივი გამოცდა უმცირესობების ენებზე ტარდება, თუმცა პროფესიული უნარების გამოცდის მიმართულებით გვაქვს სირთულეები, როცა ვერ ახერხებენ არაქართულენოვანი მასწავლებლები უნარების პროფესიულ ენაზე ჩაბარებას, რაც გარკვეულ პრობლემებს იწვევს. ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს, რა იგეგმება, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, რადგან მასწავლებლები შეხვედრების დროს ძირითადად ამ საკითხს აყენებენ.

- მეორე კითხვა მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგნის მასწავლებლებთან დაკავშირებით მაქვს. ისინი საერთოდ ვერ იღებენ მონაწილეობას გამოცდაში იქიდან გამომდინარე, რომ მშობლიური ენა და ლიტერატურა არ ზის განათლების სამინისტროს პროგრამაში და მაინტერესებს რა გეგმები გვაქვს, რომ არაქართულენოვან სკოლებში ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების სერტიფიცირება მოხერხდეს და ეს საგნებიც ჩაჯდეს საერთო საგანმანათლებლო სისტემაში?

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი:

- წინა მოწვევის პარლამენტში მივიღეთ ამბიციური გადაწყვეტილება განათლების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რომ 2024 წლისთვის მთელი ეროვნული შიდა პროდუქტის ბიუჯეტის ექვსი პროცენტი უნდა მოხმარდეს განათლებას. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რომლიც COVID-19 -ის პანდემიით არის მიღებული ვინარჩუნებთ თუ არა ამ პოზიციას და როგორია მთავრობის ხედვა?

როგორც ამ კითხვის საპასუხოდ, გახარიამ განაცხადა, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ფინანსური პრიორიტეტები შესაძლოა სრულიად სხვა იყოს, ამიტომ დაპირებას სიფრთხილით ეკიდება.

პირველი - განათლების რეფორმა იყო და იქნება პრიორიტეტი. მეორე - განათლების ბიუჯეტი არ შემცირდება და წლიდან წლამდე გაიზრდება.

რაც შეეხება 6%-იან დაპირებას, რომელიც 2022 წლიდან უნდა განხორციელებულიყო, მე დღეს ამ დაპირებასთან დაკავშირებით ვიქნებოდი ძალიან ფრთხილად სხვადასხვა მიზეზების გამო. მიზეზი ნომერი ერთი - ამ covid და ეკონომიკური კრიზისის ყველაზე დიდი მახასიათებელია გაურკვევლობის მაღალი ხარისხი. არავინ არ იცის ეკონომიკურად რა პარამეტრებით დავიწყებთ და დავასრულებთ 2021 წელს და დავიწყებთ 2022 წელს. ამიტომ ამ საკითხის განხილვა ცოტა გადასადავადებელია, თუმცა დაშვების დონეზე ვუშვებ, რომ ამ დაპირების გადავადება მოგვიწიოს.

ელემენტარულად ყველა ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვნახავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკაში, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ფინანსური პრიორიტეტები იქნება უბრალოდ სხვა. თუ ასე არ იქნება ამ საკითხს დავუბრუნდებით. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ განათლების სფერო ქვეყნის პრიორიტეტების ნუსხაში დარჩება და ერთ-ერთ პირველ ადგილზე იქნება.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება