სიახლეები
სკოლები

„სიყვარულის საღამო“ ველევის საჯარო სკოლაში
31-12-2020
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლა ახალი წლისთვის პანდემიის პირობებში ემზადება. „ცხოვრება მაინც მშვენიერია“- ამ ლოზუნგით სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს. 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლა, მიგრირებული თემის მცირეკონტიგენტიანი მთის პრობლემებით დატვირთული სკოლაა, მხოლოდ 4 მოსწავლე ახმიანებს სკოლის კედლებს. თავსატეხი:რა ვქნათ, როგორ გავალამაზოთ ყოფა, ზეიმი და სიხალისე ყველას უნდა, მით უმეტეს დღევანდელ
სტრესულ გარემოში.

არჩევანი მე-9 კლასელმა ანი არდიამ გააკეთა: სიყვარულის დეფიციტი ადრეც იყო, მაგრამ ამ პანდემიამ მთლად გააუცხოვა ადამიანები და სიყვარულის საღამო გავმართოთო. მას მხარი აუბა სალომე ვაჩაძემ, რომელიც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია და თბილისის 149-ე საჯარო სკოლის მე - 10 კლასში სწავლობს და გაკვეთილებს ხან ჩვენი სკოლიდან, ხან კიდევ სახლიდან ტელეფონით ერთვება (კომპიუტერი არა აქვს).

ჩემი დახმარებით დაიწერა სცენარი, ინტერნეტით მოიძიეს სათანადო მასალა, დაამზადეს გირლანდები დათო ნეფარიძესა და ლიზი და ნიკა გოგსაძეებთან ერთად მორთეს ნაძვის ხე, სკოლა. ზეიმის წამყვანი ანი არდია იყო. მან ჯერ 2020 წლის შეფასება მოითხოვა, პირველმა თვითონ გაგვანდო თავისი განწყობა: „მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი უნარი აღმოვაჩინე ჩემს თავში და განვვითარდი, მაინც, რომ შეიძლებოდეს, საერთოდ ამოვშლიდი ისტორიიდან, იმდენად რთული არის ვირტუალურ სამყაროში გამოკეტვა“ მერე სხვებიც აიყოლია, პედაგოგებმაც გამოთქვეს თავისი აზრი.

სალომე: - ახალ გარემოსა და ახალ მეგობრებზე ვოცნებობდი, მაგრამ ისევ მშობლიურ სკოლას შემოვრჩი, ახლა უკვე ხიზნად“.

პატარებმა საახალწლო ლექსები წაიკითხეს, უფროსებმა - თავიანთი საყვარელი ლექსები სიყვარულზე, გოგონებმა დამსწრეთ თავიანთი ხელით დამზადებული სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრეს. ყველა მივედით დასკვნამდე, მიუხედავად იმისა, რომ კორონა დასცინის პირბადეაფარებულ კაცობრიობას, ცხოვრება მაინც მშვენიერია.

ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო განწყობა ტკბილეულით გაულამაზა ველევის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით გოგსაძემ.ბავშვებმა ნუგბარი სტუმრად მოსულ ფარნა გოგსაძეს, მათე გორგიაშვილსა და ციცქნა ნია ქუმსიშვილსაც გაუნაწილეს“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი ეკატერინე ჭიჭინაძე

იხილეთ ფოტო 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულების - დედისა და ქალთა საერთაშორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს
მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს
სკოლაში, მოსწავლეს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობას ულოცავენ
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება