მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „შოვი“ პროექტში - „მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ონის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის ინფრასტუქტურის გზით“ მონაწილეობს.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში Slovak Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
„პროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა ნარჩენების გადამუშავებაში და გარემოს დაცვითი ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ზუსტად ამ ამოცანის ფარგლებში ჩვენმა ეკოლუბელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობებში:
მონაწილეობდნენ სპორტულ აქტივობებში - პლოგინგში, რომელიც სირბილთან ერთად დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას გულისხმობს.
გაიარეს ტრენინგი თემაზე - „ნარჩენები და მათი მართვა".
ჩაერთვნენ პრაქტიკულ გაკვეთილებში- თუ როგორ გამოვიყენოთ მეორადი ნივთები, მეორადი ნივთებისაგან დაამზადეს ლამპრები და შობის ღამეს გაანათეს სკოლის ფანჯრები. კავშირი გააბეს სლოვაკ თანატოლებთან წერილების მეშვეობით“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“