მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მარელისის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღნიშნეს.
განსაკუთრებულად იმიტომ, რომ თითოეული მოსწავლისთვის წიგნი ყველაზე ერთგული მეგობარია, წიგნისადმი თითოეულ მათგანს საოცარი დამოკიდებულება აქვს და ეს საჯაროდ კითხვით, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ნაწარმოებიდან ამონარიდები წაიკითხეს და თითოეული ფრაზა იმდენად ემოციური იყო, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღემ მარელისის სკოლაში თითქოს, ერთგვარი, მისტიური დატვირთვა შეიძინა - იმ დღეს დადებითი ემოციების ფონზე, მარელისელმა მოსწავლეებმა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს.
იხილეთ ფოტოები
აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი
„ვფიქრობ, მოსწავლეები მომთხოვნ მასწავლებლად დამახასიათებენ“