სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა წყლის მასური წილის გამოთვლით, დამოუკიდებლად დაადგინეს რამდენად კარგად გამომცხვარია პური
10-02-2021
დაკოპირებულია
-
+
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ VII კლასის მოსწავლეებმა მასური წილის გამოთვლა შეისწავლეს.
როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსწავლეებმა პურში წყლის მასური წილი დამოუკიდებლად დაადგინეს და პრეზენტაციები მოამზადეს.
„პურში წყლის რაოდენობა ზომაზე მეტი თუ არის, ის უგემურია და მისი ვადა დროზე ადრე გადის. ჩვეულებრივ პურში წყალი 30-40%-ია. თუ პურში ნორმაზე მეტია წყალი, ეს იმაზე მიგვითითებს, რომ მას გამოცხობა აკლია. მისი კვებითი ღირებულება ნაკლებია. აქედან გამომდინარე, წყლის რაოდენობა საკვების ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს. წყლის ხარისხის კონტროლი ადვილი ცდის საშუალებით შეგვიძლია",- ნათქვამია ბარბარე მუსელიანის მომზადებულ პრეზენტაციაში.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა