ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს
იხილეთ ფოტო
პროკურორი - ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება
19.05.2017


ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება. ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას განაცხადა.

პროკურორმა იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რის გამოც სახელმწიფო ბრალდება სასამართლო განხილვების დახურვას ითხოვს, მათ შორის ერთ-ერთია პირადი ცხოვრების დაცვა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა განაცხადა, თითქოს მას დასამალი არაფერი აქვს, არსებობს ასევე მესამე მხარის, საზოგადოების ინტერესები და ჩვენ ვერ ვისაუბრებთ გიორგი მამალაძის პირად ცხოვრებაზე ღიად. ასევე როგორც მოგეხსენებათ, ცალკე მიმდინარეობს ძიება ბრალდებულის შესაძლო თანამზრახველების გამოსავლენად.

გამოძიების დაწყების მომენტიდან პროკურატურამ ამ საქმეზე ინფორმაციის გამჟღავნება შეზღუდა", - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორმა ასევე მოსამართლის ყურადღება ერთ-ერთ მოწმეზე განხორციელებულ მუქარისშემცველ ზარზეც გაამახვილა.

"დადგენილია, რომ მუქარისშემცველი ზარი განხორციელებულია ბრალდებულ გიორგი მამალაძის ახლობლის მხრიდან და ეს ზარი იყო რელიგიური მოტივის", -  განაცხადა პროკურორმა.  
სხვა სიახლეები
25.05.2017
პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწროhttp://www.sportstat.gov.ge/
25.05.2017
თიგიშვილი ცხინვალთან, 2008 წლის აგვისტოს, რუსეთის საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა
25.05.2017
ღონისძიების მიზანს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა
25.05.2017
გამგებლის მოადგილემ მას ბორჯომის ხეობისა და სამკურნალო მინერალური წყლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
25.05.2017
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში
25.05.2017
ადგილობრივი თვითმმართველობა აბიტურიენტებს ახალციხის მიმართულებით უფასო ტრანსპორტით მოემსახურება
ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს
იხილეთ ფოტო
პარ, 26 მაისი 2017
04:00