ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, მე-12 კლასელებისათვის უფასო ექსკურსიები მოეწყობა
19.05.2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით, ბორჯომში მე-12 კლასელებისათვის უფასო ექსკურსიები მოეწყობა.

გამგებლის განმარტებით, ეს იქნება საჩუქარი ახალგაზრდებისათვის, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, რომელშიც მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლა ჩაერთვება. 

”ექსკურსიები 28 მაისიდან დაიწყება და 11 ივნისამდე გაგრძელდება. ყველა კლასისათვის, სურვილის მიხედვით, შესრულდება ერთდღიანი ექსკურსიები მცხეთაში, მარტვილში, ქუთაისში, ვარძიაში და რაბათში. მუნიციპალიტეტი სრულად უზრუნველყოფს ტრანპორტირების ხარჯებს“, - განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა. 

აღსანიშნავია, რომ ინიციატივა დამამთავრებელი კურსის მოსწავლეებისათვის გასულ წელსაც განხორციელდა.

მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროსაც. ადგილობრივი თვითმმართველობა აბიტურიენტებს ახალციხის მიმართულებით უფასო ტრანსპორტით მოემსახურება. 


კომენტარები


სხვა სიახლეები
22.09.2017
ამის შესახებ კომისიის წინასწარ დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა
22.09.2017
 ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დაკსვნაში რეკომენდაცია ეხებოდა მიწის გასხვისების საკითხს
22.09.2017
პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის შინაარსი საზოგადოებას საგანგებო ბრიფინგზე გააცნო
22.09.2017
„არაფერი ღირს ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად - ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“
კვი, 24 სექტემბერი 2017
01:50