სიახლეები
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევ, უფრო მეტად ჩაერთონ შვილების საგაკვეთილო პროცესში“ - ტარიელ მიქელაძე, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი
10-02-2021
-
+


გთავაზობთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორის, ტარიელ მიქელაძის ბლიც-ინტერვიუს, რომელიც ონლაინ-სწავლებაზე, აქტუალურ თემებზე გვესაუბრება და  იმასაც გვიმხელს, როგორც სკოლის წარმატებულ ხელმძღვანელს, რა აოცებს ყველაზე მეტად თავის საამაყო მოსწავლეებში.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- ცხადად გამოჩნდა, რომ საზოგადოებას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში გაერთიანდეს, მოახდინოს მობილიზება გლობალური და საგანგებო სიტუაციების წინაშე, გაერთიანებული ძალებით ებრძოლოს უხილავ მტერს; ისიც ცხადი გახდა, რომ კოვიდ-პანდემიამ დააჩქარა დისტანციური სწავლების დანერგვა და განვითარება.

 - ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა,..

- შესაძლებელი ყოფილა სახლიდან გაუსვლელად მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ უნივერსიტეტში სრული კურსის გავლა. ონლაინ-სწავლებას აქვს როგორც უპირატესობა, ასევე ხარვეზები. ვირტუალური სწავლების განსაკუთრებული მინუსი საგაკვეთილო დისკუსიის არარსებობაა, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მოსწავლე ბევრად უფრო ფოკუსირებულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ისინი უფრო მკაფიოდ აღიქვამენ დირექტივებსა და დედლაინებს და ახერხებენ საკუთარი დღის წესრიგის მართვას ოჯახების დახმარებით და ჩართულობით.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- საინტერესო და დასამახსოვრებელი, სავსე მოულოდნელობებით და გარდამტეხი მოვლენებით.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როდესაც ერთობლივად განვიხილავთ თითოეული მოსწავლის მიერ მიღწეულ შედეგს. ჩვენ ერთობლივად ვაკეთებთ საგანმანათლებლო და სამოქალაქო სივრცისთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმეს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ის, თუ როგორ წარმატებულად ახერხებენ ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების ფლობის ამაღლებას, აქვთ მუდმივი მზაობა და კარგად ადაპტირდებიან ნებისმიერი ტიპის სასწავლო პროცესთან.

- მშობლებს ვურჩევდი...
- უფრო მეტად ჩაერთონ შვილების საგაკვეთილო პროცესში, თვალყური ადევნონ შვილის აქტიურობის დონეს და სწავლის ხარისხს, ძალიან მნიშვნელოვანია შვილის ყოველდღიურობაში მშობლის თანამონაწილეობა. 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

-  როგორ აფასებს მოსწავლე საკუთარ თავს.  როგორც ვიცით, მაღალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეებს სკოლაში წარმატების მეტი შანსი აქვთ. ამიტომ მნიშვნელოვანია მასწავლებელთა დამოკიდებულება, შეფასება, მოსწავლესთან მზრუნველმა ურთიერთობამ შესაძლოა შეცვალოს მოსწავლის წარმოდგენა საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობაზე. ჩემი ამომავალი წერტილი მოსწავლე და მისი წარმატებაა. ამიტომ, ხშირად ვფიქრობ, როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს მკაფიო მიზნების დასახვაში და ამ მიზნების წარმატებით მიღწევაში.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება