პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატები დაენიშნოს
19.05.2017

პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატები დაენიშნოს. 

როგორც საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ადვოკატები ცდილობენ პროცესის გაჭიანურებას და თუ მსგავსი ქმედება გაგრძელდება, მოსამართლე მიიღებს სახაზინო ადვოკატის დანიშვნის გადაწყვეტილებას.

“მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს ადვოკატები არ იცავდნენ კლიენტის ინტერესებს და მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი, დაარღვიეს პროცედურები. მათ არ დაიცვეს სამართლებრივი პროცედურები, ამის შემდეგ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ეს ადვოკატები გააგრძელებენ პროცესის გაჭიანურებას და თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას, დეკანოზ მამალაძეს დაენიშნება სახაზინო ადვოკატი და სასამართლო პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება“, -განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. 

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული პროცესი დეკანოზმა გიორგი მამალაძემ და მისმა ადვოკატებმა დატოვეს.


კომენტარები


სხვა სიახლეები
22.09.2017
ამის შესახებ კომისიის წინასწარ დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა
22.09.2017
 ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დაკსვნაში რეკომენდაცია ეხებოდა მიწის გასხვისების საკითხს
22.09.2017
პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის შინაარსი საზოგადოებას საგანგებო ბრიფინგზე გააცნო
22.09.2017
„არაფერი ღირს ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად - ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“
კვი, 24 სექტემბერი 2017
01:46