ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს
იხილეთ ფოტო
ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი - ბექა შენგელია შემდეგ პროცესზე ჩვენებას შეცვლის
19.05.2017


76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ბექა შენგელია შემდეგ პროცესზე ჩვენებას შეცვლის, - ამის შესახებ ბექა შენგელიას ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა განაცხადა. 

ადვოკატის თქმით, ბექა შენგელიას პირველი ჩვენება განპირობებული იყო მისი შეყვარებულის გადასარჩენად, ხოლო რადგან მას წინა პროცესებზე უკვე მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამჟამად არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ბექა შენგელიამ რეალურ ფაქტებზე არ ისაუბროს. 

"ბექას ჩვენება მიცემული აქვს და ეს იყო აღიარებითი ჩვენება. ამის ერთადერთი მოტივაცია ის იყო, რომ გადაერჩინა თავისი შეყვარებული. ყოველი შეხვედრის დროს მე ამ მოტივს მიმეორებს ბექა შენგელია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მის შეყვარებულს უკვე მიუსაჯეს, ბექა შენგელია შეცვლის ჩვენებას", - განაცხადა ლალი ბიწოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შემდეგი სხდომა 23 მაისს, ბექა შენგელიას და საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის ირმა ყოჩიაშვილის დაკითხვით გაგრძელდება, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. 

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული, ლუკა ჩიხლაძე დაიკითხა.
სხვა სიახლეები
25.05.2017
პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწროhttp://www.sportstat.gov.ge/
25.05.2017
თიგიშვილი ცხინვალთან, 2008 წლის აგვისტოს, რუსეთის საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა
25.05.2017
ღონისძიების მიზანს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა
25.05.2017
გამგებლის მოადგილემ მას ბორჯომის ხეობისა და სამკურნალო მინერალური წყლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
25.05.2017
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში
25.05.2017
ადგილობრივი თვითმმართველობა აბიტურიენტებს ახალციხის მიმართულებით უფასო ტრანსპორტით მოემსახურება
ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს
იხილეთ ფოტო
პარ, 26 მაისი 2017
03:59