სიახლეები
სკოლები

თბილისის N202 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს განახლებული რეკომენდაციების მიხედვით გეგმავს - სკოლას განათლების მინისტრის მოადგილე ესტუმრა
11-02-2021
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  დასწრებითი სწავლების პირობებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, სკოლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უკვე ინფორმირებულია და სსსმ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის ორგანიზება სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს. 

15 თებერვალს მოსწავლეების საკლასო ოთახში დაბრუნებისთვის თბილისის N202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა  სასწავლო პროცესს განახლებული რეკომენდაციების მიხედვით გეგმავს. აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ეწვია და მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ განახლებული რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას დაეხმარება, სასწავლო პროცესი სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმოს.

ეკა დგებუაძის თქმით, 202-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულად აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით, შენობაში მოწყობილია რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი და საიზოლაციო სივრცე. გარდა ამისა, უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით,  ადგილზე მუშაობენ მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტები, რომლებიც მოსწავლეებს სასკოლო გარემოში ჰიგიენის ნორმების დაცვის მიმართულებით  უწევენ დახმარებას.  

ეკატერინე დგებუაძემ ყურადღება გაამახვილა მშობლებისთვის შეთავაზებულ დამატებით შესაძლებლობაზე, რომლის თანახმად, მშობელს ეძლევა საშუალება, არჩევანი გააკეთოს დისტანციურ და დასწრებით სწავლებას შორის. შესაბამისად, დისტანციური სწავლების მსურველ სსსმ მოსწავლეთა მშობლებსაც შეუძლიათ, დაარეგისტრირონ მოზარდი სპეციალურად შექმნილ პორტალზე და მოსწავლემ სახლის პირობებში, დისტანციური ფორმით, განაგრძოს სწავლა.

განახლებული რეკომენდაციები სსსმ მოსწავლეებისთვის პირბადის მოხმარების წესებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას. 

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება. დეტალური ინსტრუქციები დაეგზავნება სკოლებს და  ისინი უზრუნველყოფენ მშობლების ინფორმირებას.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება