სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელმა მშობელს გადაუგზავნოს სველი წერტილების ფოტო/ვიდეო მასალა - უცნაური წესები სკოლებისთვის
11-02-2021
-
+


სკოლებს საკლასო ოთახებსა და დისტანციურად წარმართვისთვის განახლებული რეკომენდაციები უკვე აქვთ, რომელიც სასწავლო წლის დასაწყისში მიღებული წესებისგან, მცირედით არის შეცვლილი. კლასის დამრიგებელი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საკლასო ჯგუფის თითოეულ მშობელს და მიიღოს უკუკავშირი.

შემუშავებულ რეკომენდაციებს შორის რამდენიმე ცოტა უცნაური ან გნებავთ ორაზროვანიცაა. მაგალითად, მასწავლებლებმა მშობლებს უნდა გადაუგზავნონ სველი წერტილების ფოტო ან ვიდეო მასალა, აცნობოს როგორ არის აღჭურვილი დამლაგებელი. სკოლას უნდა ჰქონდეს წყლის რეზერვუარი (ავზი) როგორც სასმელი ისე ტექნიკური წყლით. ამასთან, მაშინ, როდესაც მშობლებთან კომუნიკაცია დისტანციურად უნდა მოხდეს, ორაზროვანია პუნქტი: მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ადგილი.

გაეცანით, რამდენიმე ერთი შეხედვით უჩვეულო რეგულაციას დეტალურად:

მასწავლებელმა მშობელს უნდა აცნობოს:

  •  როგორია სველი წერტილების მდგომარეობა: აღწერილობა, ფოტო/ვიდეო მასალა;
  • როგორ არის ორგანიზებული ნაკადების შესვლა სკოლის ეზოსა და შენობაში, გადაადგილება და გასვლა (თვალსაჩინო სქემები ან ფოტო/ვიდეო მასალა სკოლაში გადაადგილებასთან დაკავშირებით;
  • სკოლის მოვლა-პატრონობის, დალაგება-დასუფთავებისთვის გატარებული ღონისძიებები: რა საშუალებებით და რა სიხშირით ლაგდება სკოლა: საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სპორტული დარბაზი, საერთო სივრცეები; როგორ არის აღჭურვილი დამლაგებელი;
  • მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ადგილი;
  • მასწავლებელმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს მოსწავლეებთან მათი ცნობიერების ასამაღლებლად.
სკოლის ვალდებულებები, რომელთა შორის ზოგი წესი სახეცვლილია:

  • მოსწავლემ სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვას 1-მეტრიანი დისტანცია;
  • თერმოსკრინინგის ჩასატარებლად მოსწავლეები იცავენ 1-მეტრიან დისტანციას;
  • გაკვეთილზე ხელის დაბინძურების შემთხვევაში, მოსწავლემ ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით;
  • ხველების ან ცემინების შემთხვევაში, მოსწავლემ სახეზე უნდა აიფაროს მოხრილი იდაყვი ან გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი მოსწავლემ უნდა მოათავსოს თავდახურულ ურნაში;
  • თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ქაღალდი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ტუალეტსა და სამზარეულოში. საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ მოსწავლემ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით;
  • წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის არარსებობის, ან წყლის შეფერხებებით მიწოდების შემთხვევაში, სკოლას უნდა გააჩნდეს წყლის რეზერვუარი (ავზი) როგორც სასმელი ისე ტექნიკური წყლით;
  • კვება სკოლის შენობაში - ვინაიდან დროებით შეჩერებულია ბუფეტების ფუნქციონირება, რეკომენდებულია მოსწავლემ თან იქონიოს საკვები ლანჩ-ბოქსით;
  • საკვების მიღებამდე და შემდეგ მოსწავლემ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები დადგენილი წესით. სასმელი წყლის წერტილები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალისთვის;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, შესაძლებელია ონლაინ სწავლების დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე. მას შემდეგ, რაც მოიხსნება უქმე დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე არსებული შეზღუდვა, ასევე, დასაშვებია შაბათი დღის გამოყენება დასწრებით სწავლებისთვის;
  • სკოლამ, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ/ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში ან ჰქონდათ სირთულეები დისტანციური სწავლების პროცესში და მასწავლებლის მიერ იდენტიფიცირებულია მოსწავლესთან დამატებითი მუშაობის საჭიროება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სკოლა აორგანიზებს ჯგუფებს დამატებითი მუშაობისთვის. ზოგიერთ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან დამატებითი სერვისის მისაწოდებლად შესაძლებელია, გამოიყენონ უქმე დღეებიც.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მასწავლებელი/მასწავლებლები ცხოვრობს/ცხოვრობენ სკოლიდან მოშორებით და შეზღუდვების დაწესებამდე გადაადგილებისთვის სარგებლობდნენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მიზანშეწონილია განხილულ იქნას სხვადასხვა შესაძლებლობა, რომელთა შორისაა: 

  • სკოლის მიერ დაქირავებულ იქნას სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა სკოლაში მიყვანასა და უკან დაბრუნებას. თუ სკოლას აღნიშნული მომსახურების შესასყიდად არ აქვს ფინანსური რესურსი, ხარჯების დაფინანსება მოხდება სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • შესაძლებელია მიმართოთ ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას მასწავლებელთა გადაადგილებაც.
  • თუ ზემოთ აღნიშნულიდან სკოლა ვერ სარგებლობს ვერცერთი შესაძლებლობით, სკოლისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის შეჯერებული პოზიციის საფუძველზე, შესაძლებელია, სამინისტროს თანხმობით, სკოლა გადავიდეს დისტანციური ელექტრონული სწავლების მოდელზე.
ასევე დაგაინტერესებთ: 

განათლების სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გადაუგზავნა - ცნობილია ახალი წესები საკლასო და ონლაინ სწავლებისთვის

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
„სსსმ მოსწავლეებს  განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს“
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა
კომპიუტერული ტექნიკა მოსწავლეებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ჩატარებისას დაეხმარება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება