საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ბელარუსს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.
აშშ-ს „შავი“ დღეები დაუდგა
02.10.2013
შეერთებული შტატების მთავრობა პარალიზებულია, ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად, მსოფლიოს ლიდერი ქვეყნის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა. კონგრესი ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდა, რადგან პრეზიდენტის ჯანდაცვის რეფორმაც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ამას რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან, ხოლო სენატი მხარს არ უჭერს ბიუჯეტის იმ პროექტის ვარიანტს, სადაც ჯანდაცვის რეფორმა ამოღებულია.

უკვე ცნობილია ის პირველი შედეგები, რომელიც კონგრესში ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნას მოჰყვება. რესპუბლიკელებისა და დემოკრატების დაპირისპირება ამერიკის სახელმწიფოს ყოველდღიურად 300 მილიონი უჯდება. სამთავრობო უწყებებიდან 800 000 ადამიანი იძულებით შვებულებაში გაუშვეს, იხურება სახელმწიფო დაწესებულებები და ქვეყნის ეკონომიკა ნელ-ნელა ეცემა.
2013 წლის 1 ოქტომბერს უკვე უწოდეს შავი სამშაბათი აშშ-ის ისტორიაში.

მუშაობა შეწყვიტა ყველა ეროვნულმა პარკმა, დაიხურა მუზეუმები და ბიბლიოთეკები. ასევე არ მუშაობს თავისუფლების ქანდაკება ქალაქ ნიუ-იორკში.

ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს შეერთებული შტატების მთავრობა მუშაობას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის მუშაობა ბოლოს 90-იან წლებში 21 დღით შეჩერდა, მაშინაც მიზეზი დემოკრატების ჯანდაცვის რეფორმა იყო, რომელსაც რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მთავრობის გარეშე ამერიკელებს ცხოვრება სულ მცირე 30 დღე მოუწევთ.

თამარ შველიძე
სპეციალურად ETANEWS.ge-სთვის





კომენტარები


სხვა სიახლეები
20.07.2017
ანა დოლიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმარეთველობის კოდექსსა” და ”საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ქვეყნისთვის ნაგატიური შედეგები მოაქვს
20.07.2017
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო
20.07.2017
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო
20.07.2017
გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის
20.07.2017
გიორგი მარგველაშვილის განცხადება 17:30 საათზე ჩანიშნული. 
20.07.2017
 სამაშველო სამსახური სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს
საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ბელარუსს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.
პარ, 21 ივლისი 2017
06:29