ფოთის N12 სკოლა სასწავლო პროცესს ჰიბრიდული მოდელით აგრძელებს - სკოლაში რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ
18-02-2021
დაკოპირებულია
-
+
ფოთის N12 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს ჰიბრიდული წესით განაგრძობს. სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მოსწავლეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის გამო, ერთი კლასი სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.
სკოლის ცნობით, სასწავლო პროცესი სხვა კლასებში დასწრებითი ფორმით მიმდინარეობს.
„სკოლა იცავს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ ვირუსის პრევენციისათვის გაცემულ ყველა რეკომენდაციას. სკოლის პედაგოგები დადგენილი წესით ტესტირებას გადიან. სასწავლო პროცესი მშვიდ, უსაფრთხო და მამოტივირებელ გარემოში მიმდინარეობს“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.