კვირიკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პორცესი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს
19-02-2021
დაკოპირებულია
-
+
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლაში ყველა რეგულაცია დაცულია, გამოკრულია საინფორმაციო ბანერები, აღჭურვილია სადეზინფექციო ხსნარებით და დეზობარიერებით, მოსწავლეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე კი დისტანციის დაცვის გასამარტივებლად სპეციალური ნიშნულებია გაკეთებული. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლაში დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები და მოწესრიგებულია სველი წერტილები.