სიახლეები
სკოლები

ოზურგეთის საჯარო სკოლის დირექციამ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს არსებული რეკომენდაციები გააცნო
19-02-2021
-
+


ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის საჯარო სკოლის დირექციამ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს არსებული რეკომენდაციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„გაცნობებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო დადებითი დასკვნა. სკოლის დირექცია და ტექპერსონალი მუდმივად ვზრუნავთ სკოლაში დაცული იყოს მოსწავლეთა უსაფრთხოება და დავაკმაყოფილოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის N01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის“ დანართი N37-ის რეკომენდაციები;

გამომდინარე ზემოთქმულიდან:

  • სკოლა აღჭურვილია ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირების დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებით და თერმოსკრინინგის აპარატებით.
  • სკოლის პედაგოგებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და ტექპერსონალს ყოველ ორ კვირაში უტარდებათ ტესტირება COVID-19-ზე.
  • ყოველდღიურად ტარდება შენობის დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით, ასევე, სპეციალური ხსნარით მუშავდება მერხები, კარის, ფანჯრის სახელურები და მოაჯირები;
  • ნიავდება დერეფნები და საკლასო ოთახები ;
  • სველი წესით მუშავდება სკოლის შენობა და სასკოლო ინვენტარი.

მშობელთა საყურადღებოდ :

მოგეხსენებათ, სკოლის დირექციის და დამრიგებლების მიერ ყველა კლასის მშობლებთან ღია სივრცეში ან messemnjer-ის საშუალებით ტარდება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები.

აქვე, დამატებით კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაითვალისწინოთ :

  • სკოლაში წასვლამდე აკონტროლეთ მოსწავლის ტემპერატურა და 37 და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გამოუშვათ სკოლაში.
  • უზრუნველყავით ჯანმრთელი მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში.
  • ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინეთ სკოლას.
  • სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყავით მოსწავლის სკოლიდან წაყვანა.
  • სკოლაში ნაკადების შესვლა ხდება ეტაპობრივად, დისტანციის დაცვით.
  • სკოლის პერიმეტრზე მოსწავლე- მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია.
  • შენობის საერთო სივრცეებში მასწავლებელი, მოსწავლე (V – XII კლასი) ვალდებულია ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია.

ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება