სიახლეები
პიროვნება

„მასწავლებლებისგან მახარებს ერთგულება პროფესიისადმი“ - თამარ მახათაძე, ხაშურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
19-02-2021
-
+

„2020 წელს დავახასიათებდი, როგორც ყველაზე რთულ წელს ცხოვრების ყველა სფეროში, ამასთან ეს წელი იყო ერთგვარი ტესტი ყველა ადამიანის გამძლეობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის სიმყარის თვალსაზრისით“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში​ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მახათაძე და იმ გამოწვევების შესახებ საუბრობს, რომლის წინაშეც სასკოლო საზოგადოება პამდემიამ დააყენა.

- კოვიდ
პანდემიამ დაგვანახა ...
- ადამიანებს შორის კეთილმოსურნეობის, ურთიერთთანადგომისა და დახმარების აუცილებლობა. (რაც განსაკუთრებით გამოიხატება პანდემიით გამოწვეული წესების დაცვაში).

 - ონლაინ სწავლებამ გვასწავლა ...
- ელექტრონული ტექნოლოგიების გამართულობის აუცილებლობა და ამ კუთხით პედაგოგების კვალიფიკაციის
ამაღლება.

- 2020 წელს დავახასიათებდი ...
- როგორც ყველაზე რთულ წელს ცხოვრების ყველა სფეროში, ამასთან ეს წელი იყო ერთგვარი ტესტი ყველა ადამიანის გამძლეობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის სიმყარის თვალსაზრისით.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია ...
- შეცვლილი დროისა და ვითარების შესაბამისად მათი ადეკვატური მოქმედება და ერთგულება საკუთარი
პროფესიისადმი.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს ...
- მათი მხრიდან დემოკრატიის აღქმა სრულ თავისუფლებად, ზოგიერთი არ ითვალისწინებს, რომ თავისუფლება არის შეგნებული აუცილებლობა და არა ანარქია და განუკითხაობა.

 - მშობლებს ვურჩევდი ...
- გაუფრთხილდნენ ოჯახის სტაბილურობას და თავიანთი შვილების სწავლისა და აღზრდის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ ...
- ჩვენი შვილების, ახალგაზრდა თაობის მომავალზე, ექნებათ თუ არა ისეთი სახელმწიფო, სადაც მოხდება მათი შესაძლებლობების სრული რეალიზება და განვითარება.

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო

საზოგადოება