მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის მუსხის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს ოკუპაციას ბოლშევიკური რუსეთის მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მასწავლებლები: მარინა ინასარიძე, ცისანა ნადირაძე და ნონა ოქრომელიძე. ასევე სკოლის VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები.
ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვლის ომზე, რომელიც დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემითა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით.
იხილეთ ფოტოები