„მეგობრობა გზად და ხიდად“ - ჭივჭავის საჯარო სკოლის მე-2 კლასში საინტერესო აქტივობა ჩატარდა
02-03-2021
დაკოპირებულია
-
+
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის მე-2 კლასში თემაზე - „მეგობრობა გზად და ხიდად“ აქტივობა ჩატარდა.
სკოლის ინფორმაციით, მასწავლებელმა მოსწავლეებს მეგობრობის თემასთან დაკავშირებული მოთხრობები წაუკითხა და ფილმები აჩვენა.
„ბავშვებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს წერილობით და მეგობრობის ხეზე ფოთლებად დაკიდეს. ასევე, მოიყვანეს მათ გარშემო არსებული ცხოვრებისეული მაგალითები, შექმნეს ჩანახატები ნამდვილი მეგობრობის შესახებ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება