ნაგარევის საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიებები მიუძღვნეს
03-03-2021
დაკოპირებულია
-
+
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ნაგარევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, ჯანდაცვის პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს. თუმცა გარკვეულ შეზღუდვებს ხელი არ შეუშლია ნაგარევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, 3 მარტი - დედის დღე განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მოელოცათ დედიკოებისა და საყვარელი მასწავლებლებისთვის.
იმ დღეს ნაგარევის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული, ამაღლებული და სიყვარულით სავსე გარემო იყო. მეორე და მესამეკლასელებმა ვიდეორგოლი ჩაწერეს და ასე გამოხატეს განსაკუთრებული განწყობა. ღონისძიებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია, პატარები კი სხვადასხვა აქტივობით ცდილობდნენ კიდევ ერთხელ ეთქვათ - როგორ უყვართ დედა.
საქართველოში დედის დღე, პრეზიდენტის ინიციატივით, წლებია აღინიშნება.