გოგნის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედის დღე და გაზაფხულის დადგომა ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
09-03-2021
დაკოპირებულია
-
+
კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედის დღე და გაზაფხულის დადგომა ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს, იცეკვეს, როლური თამაშები წარმოადგინეს და მშობელს მისალოცი ბარათები და ორიგინალური თაიგულები დაუმზადეს.