„მშობლებს ვურჩევდი, მეტად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში“ - ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე სარალიძე
09-03-2021
დაკოპირებულია
-
+
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორის, მარინე სარალიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- გვასწავლა სირთულეებთან გამკლავება.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
- ონლაინურთიერთობა მოსწავლეებთან და მშობლებთან. ეს აუცილებლად საჭირო იყო 21-ე საუკუნეში.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- როგორც პანდემიის დასაწყისი და კაცობრიობისათვის შიშისმომგვრელ წლად.
- მასწავლებლებისაგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- მათი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება თავიანთ საქმესა და მოსწავლეებთან.
- მოსწავლეებისაგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- თუ როგორი პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ეკიდებიან სასკოლო საქმეს.
- მშობლებს ვურჩევდი...
- მეტად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და მეტი დრო დაუთმონ შვილებს, რათა შვილებთან გატარებული ყოველი წუთი ძვირფასია.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
-ჩემი სამშობლოს კეთილდღეობასა და ჩემი სკოლის წარმატებაზე.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა