აქუცის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საარქივო მასალებს გაეცნენ
15-03-2021
დაკოპირებულია
-
+
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა განცორციელდა.
მოსწავლეებმა 1921 წლის თებერვლის მოვლენები გაიხსენეს, საქართველოს ეროვნული არქივიდან დოკუმენტური მასალები ნახეს და წუთიერი დუმილით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.