სიახლეები
სკოლები

„ნუშების თოვლი“ - გაეცანით, ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის, თამუნა ჯანყარაშვილის ნამუშევარს
16-03-2021
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თამუნა ჯანყარაშვილი შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევა. გთავაზობთ მის ნამუშევარს სახელწოდებით - „ნუშების თოვლი“.

  ნუშების თოვლი

ერთ სოფელში ცხოვრობდა პატარა, მშვენიერი გოგონა. მას ძალიან უყვარდა ზამთარი. უხაროდა როდესაც ქათქათა ფიფქები ფარფატით ეფინებოდა მიწას, მაგრამ როგორც ყველა, მოუთმენლად ელოდა გაზაფხულის მოსვლას. გაზაფხულზე დედას ტყეში დაჰყავდა, რათა უფრო კარგად შეეცნო ბუნება. ერთ დღეს დედამ გოგონა წაიყვანა ისეთ ადგილას, სადაც ძალიან ბერი ნუშის ხე იდგა. აღფრთოვანებული ბავშვი ხეებს გარშემო უვლიდა, ნუშის ყვავილები კი თოვლივით ეყრებოდა ჩამოშლილ თმებზე. ეს დღე გოგონას გონებიდან არასდროს წაიშლება. ყოველ გაზაფხულზე დედა-შვილი მიდიოდა ამ ლამაზ ადგილას და ტკბებოდა ბუნების მშვენიერებით, დედა კი ცხოვრებისეულ ამბებს უყვებოდა გოგონას. ასე გადიოდა წლები. 

რამდენიმე წლის შემდეგ გოგონას დედა გარდაეცვალა. ის ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა. ხშირად მიდიოდა ნუშის ხეებთან, დიდხანს იჯდა ხის ქვეშ და თავის წარმოსახვაში ხედავდა დედას, რომელიც მას ისევ ყველაფერში ეხმარებოდა.

დიდი ხნის შემდეგ გაიზარდა გოგონა და სოფელში ჩამოვიდა თავის შვილთან ერთად. წაიყვანა ბავშვი ნუშის ხესთან და ყველაფერი უამბო. ბიჭი გაოცებული უსმენდა დედას. დედას კი ცრემლები ჩამოსდიოდა თვალებიდან. იდგა დედა-შვილი ნუშის ხეებთან. ნუშის ყვავილი კი ხიდან თოვლის ფიფქივით ეშვებოდა და ეფინებოდა ნაზამთრალ მიწას და თმებზე ეყრებოდა დედა-შვილს.

ბიჭს ეს წუთები ტკბილად ამახსოვრდებოდა.

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება