კალინინოს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლება რეკომენდაციების დაცვით გრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლება პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვით გრძელდება.სკოლის დირექტორის, ზამილა მამედოვას განცხადებით, მოსწავლეებისთვის ტემპერატურის გაზომვის ფუნქციას მორიგე მასწავლებლები ითავსებენ.
მამედოვა მიესალმება რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც მე-5 კლასის ზემოთ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა.
მისი თქმით, ბავშვებს პირბადის ტარება უჭირთ, თუმცა ასე თავს გაცილებით დაცულად გრძნობენ.