„სკოლაში არის მშვიდი და დაცული გარემო“ - რატომ უნდა აირჩიოთ კერძო სკოლა „ჰელიოსი“
23-03-2021
დაკოპირებულია
-
+
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსი“ 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა მიღებას აცხადებს.
რატომ უნდა აირჩიოთ „ჰელიოსი“ - სასწავლო დაწესებულების წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„სკოლა „ჰელიოსი“ ორიენტირებულია მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასკოლო გარემოს შექმნაზე.
კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 15, რაც მასწავლებლებს აძლევს საშუალებას, თითოეილი მოსწავლის შესაძლებლობის გათვალისწინებით, დაგეგმონ საგაკვეთილო პროცესი.
სკოლაში გაძლიერებული პროგრამით მიმდინარეობს უცხო ენების (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული) შესწავლა.
საკლასო ოთახებში არის თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ბაზა, რათა სასწავლო პროცესი იყოს მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად საინტერესო და ნაყოფიერი. სკოლაში არის მშვიდი და დაცული გარემო“, - ნათქვამია სკოლის წერილში.
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა