ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლის შემოგარენში ნერგები დარგეს
23-03-2021
დაკოპირებულია
-
+
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ტყის კვირეულის ფარგლებში, აქცია, „სუფთა გარემო ქისტაურში“ გამართეს.
სკოლის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, სოფლის შემოგარენში ნერგები დაირგო.
„აქციის მონაწილეებმა ორმწკრივად კვიპაროსების ნერგების კორიდორი შექმნეს, ფერდი კი, გაამაგრეს კაკლის, თელისა და კოლხური ბზის ნერგებით.
მოსწავლეებმა ყველას საკუთარი გარემოს მოვლა-პატრონობისკენ მოუწოდეს.
აქცია სოფლის ახალგაზრდობისა და ასოციაციის „მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ“ ხელშეწყობითა და მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას