„სიკეთე გადამდებია“ - წყალტუბოს N1 სკოლა პროექტს ახორციელებს
25-03-2021
დაკოპირებულია
-
+
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა 1-თვიან პროექტს, სახელწოდებით „სიკეთე გადამდებია“ ახორციელებს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულების თანამშრომლები და მოსწავლეები, სურვილისამებრ, შემოწირულობებს აგროვებენ და შეჭირვებულებს ეხმარებიან.
„სკოლაში უკვე 4 წელია ტრადიციად არის ქცეული, მძიმე მარხვის პერიოდში, პროექტის - სიკეთე გადამდებია“ განხორციელება.
სკოლის ყველა თანამშრომელსა თუ მოსწავლეს მოაქვს შემოწირულობები (ტანისამოსი, პროდუქტი) და ვეხმარებით შეჭირვებულებს. ამით კი, მოზარდებს ემპათიის გრძნობა უვითარდებათ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.