დედოფლისწყაროს N2 სკოლის მოსწავლეებს მანდატური უსაფრთხოდ მოძრაობის წესებზე ესაუბრა
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის 1-ლი კლასის მოსწავლეებს მანდატური თიკო გოგიშვილი შეხვდა.სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მანდატურმა პატარებს გზაზე უსაფრთხოდ მოძრაობის წესები გააცნო.
თიკო გოგიშვილი პირველკლასელებს (კლასის დამრიგებელი - მზია არაბული)მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზეც ესაუბრა.
იხილეთ ფოტოები: