აწყურის საჯარო სკოლაში ფოტოკონკურსი - „ბუნების გამოღვიძება“ გაიმართა
26-03-2021
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში ფოტოკონკურსი, სახელწოდებით „ბუნების გამოღვიძება“ ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ფოტოკონკურსში ორი გამარჯვებული გამოვლინდა.
აქტივობა სასწავლო დაწესებულების თვითმმართველობამ განახორციელა.
„გამოვლინდა ორი გამარჯვებული - IV კლასის მოსწავლე, ლიზი გასიტაშვილი; ქალბატონი მარინა ასანიძე. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.