დაბლაციხის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებები გაიმართა
29-03-2021
დაკოპირებულია
-
+
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში, კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, რამდენიმე საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს და ასევე, ემზადებოდნენ კონკურსისთვის.
„მოსწავლეებმა, ქალბატონებს, სკოლაში არსებული რადიო აპარატურის საშუალებით, 3 და 8 მარტი მიულოცეს. ისინი ასევე გულმოდგინედ ემზადებოდნენ მათემატიკურ კონკურსში მონაწილეობისთვის“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.