სიახლეები
პიროვნება

„სკოლა მზად უნდა იყოს სიახლეებისთვის“- სკოლების დირექტორები ელექტრონული ჟურნალის დანერგვაზე
30-03-2021
-
+


2021-2022 სასწავლო წლიდან სკოლებში მატერიალურს ელექტრონული ჟურნალი ჩაანაცვლებს - ეს ოფიციალურ დოკუმენტშია გაწერილი, თუმცა საინტერესო ისაა, როგორ ხვდებიან სხვადასხვა სკოლის ხელმძღვანელები ამ სიახლეს.

როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში? - ამ კითხვებით, Etaloni.ge-მ სკოლების დირექტორებს მიმართა:

დილარა დარგალი, მარნეულის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე საბოლოოდ ჯერ არ გადავსულვართ, მაგრამ იდეა ძალიან მოგვწონს და ბევრად კომფორტული იქნება ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა, ესაა ჩემი და მასწავლებლების აზრი.

ნინელი ანანიაშვილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი 

- ჩვენს სკოლაში  უკვე დანერგილია ელექტრონული ჟურნალი და ძალიან მოგვწონს; ყველა პედაგოგი მუშაობს და მეც, როგორც დირექტორი, ყოველი კვირის ბოლოს ვამოწმებ. ასე რომ სიახლის დანერგვას მივესალმებით

ზაბილ გოჯაევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, აზიზკენდის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენს სკოლაში ელექტრონულ ჟურნალს უკვე ვაწარმოებთ და უნდა ვაღიაროთ - ასე მუშაობა ბევრად კომფორტულია. მასწავლებლბმაც მალევე აუღეს ალღო სიახლეს, ასე რომ ამ ინციატივას ნამდვილად მივესალმებით. 

ნორაირ აკოპიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხავეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენი მასწავლებლები უკვე მუშაობენ ელექტრონულ ჟურნალში და ძალიან მოგვწონს. ზოგადად, ამ ელექტრონული პლატფორმის გამოყენება არა მხოლოდ პედაგოგების, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვისაა კომფორტული, თუმცაღა  ინტერნეტის ხარვეზის გამო არის გარკვეული სირთულეები, მაგრამ ამასაც გავუმკლავდებით.

ბახრამ სადიკოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თაზაქენდის საჯარო სკოლის დირექტორი:

- პირადად, ელექტრონული ჟურნალის დანერგვას დადებითად ვაფასებ; მივესალმები, მშობლებს რომ აქვთ საშუალება, თვალი ადევნონ შვილების აქტივობას, ნიშნებს... ჩვენს სკოლაში პარალელურად, მატერიალური ჟურნალიც გვაქვს, თუმცა მივესალმებით, ელექტრონული ჟურნალის დანერგვას სასკოლო ცხოვრებაში. 

ზიათხან სარდაროვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი: 

- ზოგადად, სკოლა უნდა იყოს მზად სიახლეებისთვის და ჩვენც მივესალმებით ელექტრონული ჟურნალის დამკვიდრებას. პირადად ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის ძალიან კომფორტულია ეს ჟურნალი, რადგან მარტივად ვადევნებ თვალს მოსწავლეთა შეფასებებს და ზოგადად, ყველაფრის საქმის კურსში ვარ. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება