სიახლეები
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი ლეონინე სულაბერიძე
31-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორის, ლეონინე სულაბერიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ ყველა სიძნელესა და დაბრკოლებას გადავლახავთ ერთად ყოფნით, ურთიერთსიყვარულითა და პატივისცემით, ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით - შეუძლებელი არაფერია; კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება აუცილებელია მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის, ასევე აუცილებელია სკოლის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკით.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- რომ საჭიროა, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის უნარ-ჩვევების განვითარება მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის; სკოლები სათანადოდ უნდა აღიჭურვოს ამ ტექნოლოგიებით; გასაუმჯობესებელია სასკოლო გარემო. რაც მთავარია, დისტანციურმა სწავლებამ დაგვანახა, რომ საკლასო ოთახი შეუცვლელია სწავლა-სწავლებისთვის.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც დიდი და რთული გამოწვევების წელს, ამ გამოწვევის წინაშე მთელი მსოფლიო იდგა. ვფიქრობ, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცემ კარგად და წარმატებით უპასუხა ამ გამოწვევებს. უმოკლეს დროში ჩამოყალიბდა სწავლა-სწავლების ალტერნატიული ფორმა - დისტანციური სწავლება, რისთვისაც შეიქმნა სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმა. ამ პლატფორმების გამოყენების მეთოდები სწრაფად აითვისეს მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მათი გულმოდგინება, საქმისადმი სიყვარული და ამ რთულ პერიოდში სწავლების ახალ მოდელზე სწრაფად და წარმატებით გადასვლა. დისტანციური სწავლების წარმატებას სწორედ სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლს შორის ეფექტური კომუნიკაცია განაპირობებს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მათი მზაობა მსოფლიო პანდემიის დროს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა დისტანციური სწავლების გამოცდილება, მოსწავლეებმა სწრაფად აუღეს ალღო სწავლების ამ მოდელს და წარმატებით ჩაერთვნენ დისტანციურ სწავლებაში. სამწუხაროდ, ყველამ ეს ვერ მოახერხა, რადგან არ ჰქონდათ კომპიუტერი, ინტერნეტი, მაგრამ აქაც გამოჩნდა გზა, ასეთი მოსწავლეები მიდიოდნენ თავიანთი კლასელის ოჯახში, ვისაც შეეძლო ჩართვა დისტანციურ სწავლებაში და იქიდან ესწრებოდნენ გაკვეთილებს.

- მშობლებს ვურჩევდი...

- აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში, როგორც დისტანციური, ასევე პირისპირ სწავლების დროს; გაიუმჯობესონ თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის უნარ-ჩვევები იმ საგანმანათლებლო პლატფორმის მიხედვით, რომელსაც იყენებენ მათი შვილები დისტანციური სწავლებისას. ეს საგანმანათლებლო პლატფორმები სრულ ინფორმაციას აძლევს მშობელს თავისი შვილის წარმატებისა და საჭიროებების შესახებ.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ დავიცვა მოსწავლეებისა და ყველა თანამშრომელის ჯანმრთელობა სათანადო რეგულაციების შესრულებით; ჩემს გუნდთან ერთად, უზრუნველვყო მოსწავლეებისთვის 21-ე საუკუნისთვის საჭირო განათლებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა და უნარ-ჩვევების განვითარება; ვასწავლო სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება