სამშვილდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, პრეზენტაციები გამართეს
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით აქტივობები გაიმართა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებაში სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა კი, ოკუპაციის დღეს პრეზენტაციები მიუძღვნეს.