ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა აბაშიძეს „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა
31-03-2021
დაკოპირებულია
-
+
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა აბაშიძე ონლაინ-თამაშში - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
„აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი“ ეს არის უნიკალური დისტანციური ONLINE ინტელექტუალური ინტერნეტ გადაცემა-თამაში, მეყსეული ONLINE შეფასებებით და იქვე გამოვლენილი გამარჯვებულებით, რომლებსაც ახლო მომავალში ძალიან ბევრი წახალისება და პერსპექტივა ელით.
უპრეცედენტო პროექტი „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.