„ფიზიკური და ქიმიური მოვლენები“ - არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლაში - „ოცნება“ საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
31-03-2021
დაკოპირებულია
-
+
არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლაში - „ოცნება“ პრეზენტაცია, თემაზე „ფიზიკური და ქიმიური მოვლენები“ გაიმართა.
სკოლის ინფორმაციით, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქიმიაში, პედაგოგ ნინო ბენიძის, ინიციატივითა და დახმარებით, პრაქტიკული აქტივობა ჩაატარეს.
„მარტივი ცდებით გაარჩიეს ფიზიკური და ქიმიური მოვლენები. აღინიშნა, რომ ფიზიკური მოვლენის დროს ნივთიერება არ იცვლება, ხოლო ქიმიური მოვლენის დროს წარმოიქმნება ახალი ნივთიერება“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.