დღნორისის საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა კახიძემ izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
31-03-2021
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
მარტის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით შესრულებისთვის მეორეკლასელმა თეკლა კახიძემ ოქროს დიპლომი აიღო.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.