სიახლეები
სამასწავლებლო

„საჭიროა ნამდვილად და აუცილებელია სამომავლოდ“- რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
31-03-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ: 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა მათიაშვილი:

- მოგვწონს ელექტრონული ჟურნალის წარმოება. რასაც ვუყურებ, პედაგოგებს პრობლემა არ აქვთ, არც დახმარება სჭირდებათ. ზოგჯერ უწევთ რამდენჯერმე შეყვანა. ეს, ალბათ, უფრო ტექნიკური პრობლემაა. ისე, ჩვენ ორივე ჟურნალს ვაწარმოებთ.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა თეთრუაშვილი:

- დადებითად ვაფასებ, რომ გახდეს სავალდებულო ელექტრონული ჟურნალი, რადგან ახლა ორივე ჟურნალს ვაწარმოებთ, მაგრამ ელექტრონული ბევრად უკეთესია, რა თქმა უნდა. რომ დაინერგოს და მთლად სავალდებულო გახდეს, ეს უმჯობესია. პედაგოგებს რაც შეეხება, არ უჭირთ ძირითადად, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, რა თქმა უნდა, ვეხმარებით. ამ სიტუაციაში უსწავლელი ნამდვილად არაფერია. შანსი გვაქვს, ახლის სწავლის და რატომ უნდა გავუშვათ ეს შანსი ხელიდან.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ნოზაძე:

- მივესალმები ელექტრონული ჟურნალის სავალდებულო დანერგვას. საჭიროა ნამდვილად და აუცილებელია სამომავლოდ. ფაქტობრივად, არსებული მატერიალური ჟურნალები აღარ არის საჭირო. პედაგოგებსაც არ უჭირთ მუშაობა და არ სჭირდებათ დახმარება. პრობლემები იქმნება მხოლოდ ტექნიკური - არის ზოგჯერ, რომ შესვლა უჭირთ პროგრამაში.

- ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის დირექტორი ივანე გისი:

- მომხრე ვარ და მომწონს ძალიან ელექტრონული ჟურნალი. კარგი იქნება, სავალდებულოდ დაინერგოს. პედაგოგებს რაც შეეხება, საბედნიეროდ, ადვილად აუღეს ალღო და ნამდვილად არ უჭირთ მუშაობა. შესაბამისად, დახმარებასაც არ საჭიროებენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ დევაძე:

- ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულოდ მიმაჩნია. დრომაც მოიტანა - პანდემიიდან გამომდინარე. კარგია იმ მხრივადაც, რომ პედაგოგები ამ თანამედროვე ტექნოლოგიებს უფრო კარგად დაეუფლებიან. თავიდან ცოტა უჭირდათ, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე მიეჩვივნენ და კარგად მუშაობენ. თუ გამონაკლის შემთხვევაში დახმარება სჭირდება ვინმეს, რა თქმა უნდა კოლეგები ამისთვის ვართ. საბოლოოდ, კარგად გავართვით თავი.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება