ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ izrune.ge - ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
31-03-2021
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოისწავლემ ანი წიწილაშვილმა izrune.ge - ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ბრინჯაოს დიპლომი მოიპოვა.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.