ხაშურის N2 საჯარო სკოლის 7-მა მოსწავლემ izrune.ge - ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა
31-03-2021
დაკოპირებულია
-
+
დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის 7-მა მოსწავლემ izrune.ge - ს მარტის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა.
ტესტირებაში ოქროს დიპლომები დაიმსახურეს: ელენე ფოცხვერაშვილმა, მარიამ შალუტაშვილმა, ჯუბიკო ხაჩიძემ, ანდრია მაისურაძემ, ნუკრი გოგალაძემ, ანა გელაშვილმა და ნინო ჯავახიშვილმა.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.