წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები გამოფენაზე იმყოფებოდნენ
ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრში სამხატვრო პლენერი „გამა“ დამთვალიერებლებისთვის იხსნება.
პლენერზე შექმნილი ნახატების გამოფენაზე ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები მიიწვიეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროექტის ავტორმა, იზა ვეფხვაძემ მოსწავლეებს ნამუშევრები გააცნო და საჩუქრები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენილია, ხუთი წლის განმავლობაში, პლენერზე შექმნილი ნამუშევრები.
იხილეთ ფოტოები: