კასპის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით თასოშვილს მარტის შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვს
31-03-2021
დაკოპირებულია
-
+
კასპის N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ, დავით თასოშვილმა izrune.ge -ს მარტის შემაჯამებელ ტესტში 100 ქულა აიღო და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ კასპის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.