ავლევის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჩინჩალაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა
31-03-2021
დაკოპირებულია
-
+
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჩინჩალაძემ izrune.ge -ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ავლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.